სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტისა და სსიპ ქალაქ თბილისის №128 საჯარო სკოლის ორგანიზებით 14 ივნისს ჩატარდა III ერთობლივი კონფერენცია „განათლება თანამედროვეობის კვალდაკვალ”.
კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ სსიპ ქალაქ თბილისის №128 საჯარო სკოლის VII-XII კლასის მოსწავლეები. მომხსენებლებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულებით არსებული აქტუალური თემების შესახებ.
კონფერენციას ესწრებოდნენ განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტისა და სსიპ ქალაქ თბილისის №128 საჯარო სკოლის წარმომადგენლები.
შეხვედრის დასასრულს სერტიფიკატები გადაეცათ მომხსენებლებს, მოსწავლეთა საკონფერენციო თემის ხელმძღვანელობისათვის სსიპ ქალაქ თბილისის №128 საჯარო სკოლის მასწავლებლებს და კონფერენციის ორგანიზებაში მონაწილეობისათვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ქალბატონ გულნაზ ხორბალაძეს.